Tuesday, April 23, 2013

ნახატების კონკურსი ,,მე ვხატავ არჩევნებს''

ჩვენი სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები დიდ ყურადღებას ვუთმობთ უმცროსკლასელებთან მუშაობას.
 მომავლის სრულუფლებიანი მოქალაქის აღზრდისათვის უმნიშვნელოვანესია ადრეული ასაკიდანვე ვიცნობდეთ ჩვენს უფლებებს და მოვალეობებს, აქტიურად ვიყოთ ჩართული ქვეყანაში მიდინარე პროცესებში და ვანხორციელებდეთ ჩვენს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებებს. ამ მიზნით პატარებისათვის მოვაწყეთ ნახატების კონკურსი ,,მე ვხატავ არჩევნებს'', განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჩვენი სკოლის არაქართული სექტორის მოსწავლეებთან მუშაობაზე, რათა ხელი შევუწყოთ მათ სრულყოფილ ინტეგრაციას ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში.














14 აპრილი ქართული ენის დღეა


14 აპრილი "დედა ენის დღედ" 1978 წლიდან ითვლება. ზუსტად 34 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა.
შესაბამისი კანონი კონსტიტუციაში სწორედ 14 აპრილს უნდა შესულიყო, თუმცა მასობრივმა საპროტესტო აქციამ, რომლის ორგანიზატორები ძირითადად სტუდენტები იყვნენ, მოსკოვი აიძულა, უკან დაეხია და სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა.
როგორც წესი, ამ დღესთან დაკავშირებით "დედა ენის ბაღში" ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ამ ტრადიციას ჩვენი სკოლა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა.








მრგვალი მაგიდა ,,მე მსოფლიოს სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ''












დღვანდელი სწრაფად განვითარებადი საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი წევრები კარგად ერკვეოდნენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში, ასევე კარგად ჰქონდეთ გააზრებული რას ნიშნავს სხვათა უფლებების დაცვა და პატივისცემა. ამის გარეშე თანამედროვე მსოფლიოს სრულუფლებიანი მოქალაქე წარმოუდგენელია. გარდა ამისა მნიშვნელოვანია იმის შეცნობაც, რომ ყველა ადამიანი თანასწორი და თანაბარუფლებიანია, რომ არანაირი რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი ნიშანი არ შეიძლება იყოს არც სხვათა წინაშე უპირატესობის და მინ უმეტეს ნაკლებობის საფუძველი. სწორედ ამ საკითხების გარშემო შედგა მრგვალი მაგიდა.

Monday, April 22, 2013

1921 წელი





რუსეთ-საქართველოს ომი 1921, ასევე ცნობილი როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოშისაბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი - 17 მარტი1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაგდებისა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების მიზნით. კონფლიქტი იყო საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანი ყოფილი იმპერიული რუსეთის ტერიტორიებზე კონტროლი იყო, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა რევოლუციური გარდაქმნები მოეხდინათ საკუთარ ქვეყანაში, სადაც მათ საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ ძალებში არ ჰქონდათ უცხოური ინტერვენციის გარეშე.__ასე არის განმართებული ვიკიპედიაში ჩვენი ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე შავბნელი პერიოდი და მოვლენა. ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლაში ტრადიციულად მოვაწყვეთ ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია, რითაც პატივი მივაგეთ მამულისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას


მრგვალი მაგიდა ,,უფლებები მოვალეობების გარეშე არ არსებობს''

სად იწყება და სად მთავრდება ადამიანის უფლებები? რა შეზღუდვები აქვს მას და რას ნიშნავს მოვალეობები? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სამოქალაქო განათლების კლუბი ,,იმედის'' წევრებმა მისი ხელმძღვანელის მარიამ მუმლაძის ხელმძღვანელობით მოვაწყეთ მრგვალი მაგიდა თემაზე ,,არ არსებობს უფლებები მოვალეობების გარეშე'', რომლის ფარგლებშიც თითოეულ ჩვენთაგანს მიეცა საშუალება გამოეთქვა თავისი შეხედულებები და მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით









ეს ყველას გვეხება!!!

https://www.facebook.com/IMEDISXELI?fref=ts

მოგიწოდებთ ყველას, დავიდგეთ ერთმანეთს გვერდით და გადავარჩინოთ სიცოცხლე!!!
დავრეკოთ ნებისმიერი მობილური ან ფიქსირებული ოპერატორიდან
0901-700-599 ზარის ღირებულებაა 1 ლარი.
ბანკის ანგარიშის ნომრები:
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი"
ანგარიშის ნომერი: GE92BG0000000941618700
TBC-ბანკი:GE95TB7896936080100002
მიმღების დასახელება: აიპ დავით დურგლიშვილის საქველმოქმედო ფონდი იმედის ხელი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდიwww.imedisxeli.ge
ანგარიშის ნომერი: GE92BG0000000941618700
TBC-ბანკი:GE95TB7896936080100002
მიმღების დასახელება: აიპ დავით დურგლიშვილის საქველმოქმედო ფონდი იმედის ხელი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდიwww.imedisxeli.ge


ნახეთ ზემოთ მითითებული ვებგვერდი, დარწმუნებული ვართ გულგრილი ვერავინ დარჩება ამ უმძიმესი პრობლემის მიმართ, ყველა ზარს და თითოეულ თეთრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს!!!!

ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა

ჩვენი სამოქალაქო კლუბისათვის უკვე სისტემატიური სახე მიიღო ჩვენი თანამოქალაქეებისათვის საინფორმაციო ბუკლეტების მომზადებამ და გავრცელებამ. ამჯერადაც ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიზნით მომზადდა და დაიბეჭდა ფლაერები, რომლებშიც კიდევ ერთხელ შევახსენეთ ყველას თუ რა არის ცხოვრების ჟანსაღი წესის მთავარი პრინციპები








ხოლო ჩვენივე სკოლის უმცროსკლსელებს შევთავაზეთ ასფალტზე დაეხატათ პლაკატები ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის'' თემაზე, რაშიც მათ უდიდესი ენთუზიაზმით და ხალისით მიიღეს მონაწილეობა