Tuesday, May 14, 2013

მარნეულის ჩემპიონი 2013

ყოველ წელს ტრადიციულად "მხიარული სტარტების" ფედერაცია ატარებს შეჯიბრს სასკოლო გუნდებს შორის.
მიმდინარე წელს ჩვენმა სკოლამ წარმატებულად იასპარეზა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონდომებამ ამაოდ არ ჩაიარა და შესაბამისი შედეგი მივიღეთ.
ჩვენი სკოლა–მარნეულის ჩემპიონი 2013
ვულოცავთ ჩვენს უმცროს მეგობრებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში




მხიარული სტარტების მსგავსი ტიპის ღონისძიებები ახდენს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ბავშვებში აღვივებს ვარჯიშით, სპორტით დაინტერესებას და მით უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში

Friday, May 10, 2013

ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა



ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდ კვალს ამჩნევენ დროის კულტურას და ყოფას, რომლებიც მისაბაძი  და პატივსაცემნი არიან არა მარტო მათი თანამედროვე, არამედ მომავალი თაობებისათვისაც, ასეთი ადამიანების ამ ცხოვრებიდან წასვლა დანაკლისია არა მარტო მისი ახლობლებისათვის, არამედ მთელი ერისათვის. სწორედ ერთ–ერთი ასეთი ადამიანი წავიდა.

81 წლის ასაკში მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები.




მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ფილმ "დათა თუთაშხიაში" შესრულებულმა მთავარმა როლმა.
ოთარ მეღვინეთუხუცესს შესრულებული აქვს როლები ფილმებში: "ფატიმა", "ვედრება", "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება, "ნატვრის ხე", "კეთილი ადამიანები", "მზე შემოდგომისა", ასევე უამრავი როლი რუსთავისა და მარჯანიშვილის თეატრებში.