Monday, December 2, 2013

ერთად შიდსის წინააღმდეგ


სოფლიო აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის განვითარების მესამე ათწლეულში შევიდა. შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის (შიდს) პრობლემა კვლავ უმწვავესია მთელ მსოფლიოში და მიჩნეულია კაცობრიობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ თერმობირთვული ომის შემდეგ. აივ ინფექ-ცია/შიდსის ეპიდემიამ ელვისებური სისწრაფით მოიცვა მსოფლიოს ყველა კონტინენტი, ყველა ქვეყანა და დაამტკიცა, რომ იგი თანაბრად ემუქრება ყველას რასის, სქესის, ასაკის, ეროვნების, განათლებისა და სარწმუნოების მიუხედავად. შიდსი ნელა პროგრესირებადი ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტი (ვირუსი/აივ). ვირუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის იმუნურ (დამცველ) სისტემას და მწყობრიდან გამოჰყავს იგი. ინფიცირებულ პირს ადვილად უჩნდება სხვადასხვა ინფექციური ან/და სიმსივნური დაავადება, როგორც წესი, სასიკვდილო შედეგით.
თანამედროვე კლასიფიკაციით, აივ ინფექცია ეწოდება დაავადებას ვირუსით ინფიცირების მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი - აღინიშნება აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება დაავადების გარკვეული კლინიკური ნიშნები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.