Thursday, November 28, 2013

სამოქალაქო კლუბის მიერ თვითმმართველობასთან მიმართვა

ჩვენ სასიხარულო სიახლე გვაქვს!!! დიდი ხანია ჩვენი კლუბი გამოდიოდა ინიციატივით რომ ადგილობრივ თვითმმართველობას სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო უსაფრთხო გადასასვლელი, რაშიც სკოლის ადმინისტრაციაც გვიჭერდა მხარს და არაერთხელ მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობას, ამ საკითხის მოსაგვარებლად!!!
და აი, ჩვენი სკოლის მისასვლელებთან მოეწყო ე.წ. ,,მწოლიარე პოლიციელი"

დიდი მადლობა გვინდა ამისათვის გადავუხადოთ ჩვენი ქალაქის მესვეურებს!!!
რადგან ეს საკითხი ერთ–ერთი პრიორიტეტული იყო ჩვენს მიერ დაგეგმილი კლუბის სამუშაო გეგმაში.


თამაში ,,სამართლის ბორბალი"


ტრადიციულად ვაგრძელებთ შემეცნებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ვიქტორინების და კონკურსების ორგანიზებას და ჩატარებას. ამ წლის ნოემბრის თვეში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მეცხრეკლასელებისათვის მოვაწყვეთ ვიქტორინა ,,სამართლის ბორბალი" რომლის კითხვები და პასუხები ბავშვთა უფლებებს და მათ დაცვას ეხებოდა. გამარჯვებული კლასის გუნდი დაჯილდოვდა სიგელით.








სტენდების გაფორმება ტოლერანტობის თემაზე


ჩვენი სამოქალაქო განათლების კლუბის სამუშაო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტოლერანტობის თემას, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული მისი მნიშვნელობა საზოგადოების სწორი ფორმირებისათვის, მასში შემწყნარებლობის და კაცთმოყვარეობის მნიშვნელობის გაცნობიერებისათვის.
ამ მიზნით სკოლაში ყოველწლიურად ვაახლებთ სტენდებს, ვეძიებთ და ვამუშავებთ ახალ მასალას, ვცდილობთ რომ სტენდების შინაარსი და გარეგნული იერი საინტერესო გავხადოთ ჩვენი ტანატოლებისა და უმცროსკლასელებისათვის.




აქცია ,,სკოლის სუფთა ეზო"

ჩვენი სკოლის სამოქალაქო კლუბისათვის უკვე ტრადიციად იქცა სასკოლო ეზოს მოვლა–დასუფთავებაზე ზრუნვა.
ამ ტრადიციისათვის არც ამჯერად გვიღალატია :)






Tuesday, November 26, 2013

მოგესალმებით :)

მარნეულის #6 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,იმედი" მოგესალმებათ ყველას!!!

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ჩვენც განაახლეთ ჩვენი საკლუბო მუშაობა, ახალი წევრებით, ახალი გეგმებით და ძველი მიზნებით ))

დღეიდან სისტემატიურად გაცნობებთ იმ აქტივობების შესახებ, რომლებსაც ვახორციელებთ ჩვენი სასკოლი თემის უშუალო მონაწილეობით.

მაშ ასე, წარმატებებს გისურვებთ თქვენც და ჩვენს კლუბსაც.