Monday, April 22, 2013

ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა

ჩვენი სამოქალაქო კლუბისათვის უკვე სისტემატიური სახე მიიღო ჩვენი თანამოქალაქეებისათვის საინფორმაციო ბუკლეტების მომზადებამ და გავრცელებამ. ამჯერადაც ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის მიზნით მომზადდა და დაიბეჭდა ფლაერები, რომლებშიც კიდევ ერთხელ შევახსენეთ ყველას თუ რა არის ცხოვრების ჟანსაღი წესის მთავარი პრინციპები








ხოლო ჩვენივე სკოლის უმცროსკლსელებს შევთავაზეთ ასფალტზე დაეხატათ პლაკატები ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის'' თემაზე, რაშიც მათ უდიდესი ენთუზიაზმით და ხალისით მიიღეს მონაწილეობა














თემიდას გაკვეთილები

ჩვენი სამოქალაქო კლუბის მუშაობის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი თანატოლების სამართლებრივი განათლების ხელშეწყობაა.
დღევანდელი მსოფლიო საზოგადოების წევრისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი უფლებების და თავისუფლებების ცოდნა, ასევე სხვისი უფლებების დაცვა და პატივსცემა. ცივილიზებული საზოგადოების მთავარი შემაფასებელია თუ რამდენად კარგად არის მასში დაცული ადამინის ძირითადი უფლებები. ამ მიზნით, სკოლაში ხშირად ვაწყობთ შესაბამის თამატიკასთან დაკავშირებულ კონკურსებს თუ კონფერენციებს, რაშიც ყოველთვის მხარში გვიდგას სკოლის ხელმძღვანელობა და მასწავლებლები. ჩვენი სკოლის ბავშვები კი დიდი ხალისით აქტიურად ერთვებიან მსგავსი ტიპის ღონისძიებებში.






მოგზაურობა ქვეყნებისა და კონტინენტების სამზარეულოებში

მულტიკულტურული ურთიერთობების სრულყოფისათვის აუცილებელია სხვადასხვა ეროვნების და ეთნიკური კუთვნილების ადამიანები უკეთ იცნობდნენ სხვა ხალხების კულტურას და ყოფას. ადამიანური ყოფის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელია კვების კულტურა და საერთოდ, ნაციონალური სამზარეულო.
ქ. მარნეულის #6 საჯარო სკოლის მე–9 კლასების მოსწავლეებმა სამოქალაქო კლუბის წევრების თაოსნობით ორგანიზება გაუკეთეს და ჩაატარეს კონკურსი სახელწოდებით ,,მოგზაურობა ქვეყნებისა და კონტინენტების სამზარეულოებში''. იმედი გვაქვს რომ ასეთი, ერთი შეხედვით მარტივი და სახალისო აქტივობები უფრო მეტ საშუალებას მისცემს ჩვენს ახალგაზრდებს მეტი გაიგონ ერთმანეთის და სხვათა შესახებ.






Friday, April 12, 2013

ფლეშმობი: ვცეკვავ სიცოცხლისათვის







2012 წლის 1 დეკემბერს ჩვენი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ორგანიზება გაუკეთეს ფლეშმობს, რომლის მიზანი იყო მარნეულელი ახალგაზრდების ნაწილი შეერთებოდა მსოფლიო ახალგაზრდულ მოძრაობას შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ, სახელწოდებით Dance for life. ამ აქციის მიზანია, ადამიანებს მუსიკისა და ცეკვის მეშვეობით შეახსენოს რომ საჭიროა გაერთიანება ამ პრობლემის დასაძლევად. პროექტის განსახორციელებლად ჩვენი კლუბის აქტივისტებმა დასახმარებლად მიმართეს პროკურატურის და იუსტიციის სახლის, ასევე პოლიციის ადგილობრივ განყოფილებებს და გვინდა ჩვენი ბლოგის საშუალებით მადლობა გადავუხადპოთ მათ თანადგომისათვის.

ტოლერანტობის კვირეული

16 ნოემბერს მთელი მსოფლიო აღნიშნავს ტოლერანტობის მსოფლიო დღეს. ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში დაიგეგმა კვირეული, რომლიც ფარგლებშიც განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები, მოეწყო ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენები, გამოიცა კედლის გაზეთები სხვადასხვა ენაზე,  ჩატარდა მხატვრულ–ლიტერატურული კომპოზიციები, 







უმცროსი კლასების მოსწავლეებმა დადგეს და წარმოადგინეს მსოფლიოს სხვადასხვა ხალხების ზღაპრები მეგობრობაზე, სიკეთეზე, კაცთმოყვარეობაზე.
სკოლის სამოქალაქო განათლები კლუბი ძალიან აქტიურად არის ჩართული სკოლის ცხოვრებაში და საზოგადოებრივ–საინფორმაციო საქმიანობაში, კლუბის წევრების მიერ დაიბეჭდა და ქალაქში გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები ტოლერანტობის თემაზე, მოეწყო დებატები თემაზე ,,საჭიროა თუ არა დღეს ვიყოთ ტოლერანტულები'', გაკეთდა სასკოლო რადიოგადაცემა ტოლერანტობის საკითხებზე, ასევე ჩატარდა მოსწავლეთა ანკეტირება






მასწავლებლის და დუბლიორის დღე

მიმდინარე სასწავლო წელს სამოქალაქო განათლების კლუბის წევრების ინიციატივით და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით კიდევ ერთ სასკოლო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. მასწავლებლის დღე –– 5 ოქტომბერი –– ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის სასიამოვნო სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა. ამ დღეს სკოლაში დუბლიორის დღე მოეწყო: სკოლის დირექციის და მასწავლებლების უფლება–მოვალოებები უფროსკლასელებმა გადაინაწილეს და მთელი დღის განმავლობაში ისინი ხელმძღვანელობდნენ სკოლაში სასწავლო და აღმზრდელობით პროცესს, რის შედეგადაც კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, თუ რაოდენ რთული და საპასუხისმგებლოა მასწავლებლობა )).



კლუბის წევრების მიერ მასწავლებლებისათვის სკოლის მოსწავლეების ძალებით ორგანიზებული იქნა საზეიმო კონცერტი, რომლის მეშვეობითაც კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ჩვენს აღმზრდელებს სიყვარული და პატივისცემა. ძვირფასო მასწავლებლებო კიდევ ერთხელ გილოცავთ!!!!!!