Friday, May 10, 2013

ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა



ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდ კვალს ამჩნევენ დროის კულტურას და ყოფას, რომლებიც მისაბაძი  და პატივსაცემნი არიან არა მარტო მათი თანამედროვე, არამედ მომავალი თაობებისათვისაც, ასეთი ადამიანების ამ ცხოვრებიდან წასვლა დანაკლისია არა მარტო მისი ახლობლებისათვის, არამედ მთელი ერისათვის. სწორედ ერთ–ერთი ასეთი ადამიანი წავიდა.

81 წლის ასაკში მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები.




მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ფილმ "დათა თუთაშხიაში" შესრულებულმა მთავარმა როლმა.
ოთარ მეღვინეთუხუცესს შესრულებული აქვს როლები ფილმებში: "ფატიმა", "ვედრება", "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება, "ნატვრის ხე", "კეთილი ადამიანები", "მზე შემოდგომისა", ასევე უამრავი როლი რუსთავისა და მარჯანიშვილის თეატრებში. 

No comments:

Post a Comment