Tuesday, May 14, 2013

მარნეულის ჩემპიონი 2013

ყოველ წელს ტრადიციულად "მხიარული სტარტების" ფედერაცია ატარებს შეჯიბრს სასკოლო გუნდებს შორის.
მიმდინარე წელს ჩვენმა სკოლამ წარმატებულად იასპარეზა. მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონდომებამ ამაოდ არ ჩაიარა და შესაბამისი შედეგი მივიღეთ.
ჩვენი სკოლა–მარნეულის ჩემპიონი 2013
ვულოცავთ ჩვენს უმცროს მეგობრებს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალში




მხიარული სტარტების მსგავსი ტიპის ღონისძიებები ახდენს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ბავშვებში აღვივებს ვარჯიშით, სპორტით დაინტერესებას და მით უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღი მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში

Friday, May 10, 2013

ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა



ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და მოღვაწეობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დიდ კვალს ამჩნევენ დროის კულტურას და ყოფას, რომლებიც მისაბაძი  და პატივსაცემნი არიან არა მარტო მათი თანამედროვე, არამედ მომავალი თაობებისათვისაც, ასეთი ადამიანების ამ ცხოვრებიდან წასვლა დანაკლისია არა მარტო მისი ახლობლებისათვის, არამედ მთელი ერისათვის. სწორედ ერთ–ერთი ასეთი ადამიანი წავიდა.

81 წლის ასაკში მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა. ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს დაიბადა. იყო საქართველოს სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მიღებული აქვს რუსთაველის სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის და სხვა პრემიები.




მსახიობს განსაკუთრებული აღიარება მოუტანა ფილმ "დათა თუთაშხიაში" შესრულებულმა მთავარმა როლმა.
ოთარ მეღვინეთუხუცესს შესრულებული აქვს როლები ფილმებში: "ფატიმა", "ვედრება", "დიდოსტატის მარჯვენა", "მთვარის მოტაცება, "ნატვრის ხე", "კეთილი ადამიანები", "მზე შემოდგომისა", ასევე უამრავი როლი რუსთავისა და მარჯანიშვილის თეატრებში. 

Tuesday, April 23, 2013

ნახატების კონკურსი ,,მე ვხატავ არჩევნებს''

ჩვენი სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები დიდ ყურადღებას ვუთმობთ უმცროსკლასელებთან მუშაობას.
 მომავლის სრულუფლებიანი მოქალაქის აღზრდისათვის უმნიშვნელოვანესია ადრეული ასაკიდანვე ვიცნობდეთ ჩვენს უფლებებს და მოვალეობებს, აქტიურად ვიყოთ ჩართული ქვეყანაში მიდინარე პროცესებში და ვანხორციელებდეთ ჩვენს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებებს. ამ მიზნით პატარებისათვის მოვაწყეთ ნახატების კონკურსი ,,მე ვხატავ არჩევნებს'', განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ჩვენი სკოლის არაქართული სექტორის მოსწავლეებთან მუშაობაზე, რათა ხელი შევუწყოთ მათ სრულყოფილ ინტეგრაციას ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში.














14 აპრილი ქართული ენის დღეა


14 აპრილი "დედა ენის დღედ" 1978 წლიდან ითვლება. ზუსტად 34 წლის წინ საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია და მთავარ ენად რუსული გამოეცხადებინა.
შესაბამისი კანონი კონსტიტუციაში სწორედ 14 აპრილს უნდა შესულიყო, თუმცა მასობრივმა საპროტესტო აქციამ, რომლის ორგანიზატორები ძირითადად სტუდენტები იყვნენ, მოსკოვი აიძულა, უკან დაეხია და სახელმწიფო ენად ისევ ქართული დაეტოვებინა.
როგორც წესი, ამ დღესთან დაკავშირებით "დედა ენის ბაღში" ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ამ ტრადიციას ჩვენი სკოლა ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა.








მრგვალი მაგიდა ,,მე მსოფლიოს სრულუფლებიანი მოქალაქე ვარ''












დღვანდელი სწრაფად განვითარებადი საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი წევრები კარგად ერკვეოდნენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში, ასევე კარგად ჰქონდეთ გააზრებული რას ნიშნავს სხვათა უფლებების დაცვა და პატივისცემა. ამის გარეშე თანამედროვე მსოფლიოს სრულუფლებიანი მოქალაქე წარმოუდგენელია. გარდა ამისა მნიშვნელოვანია იმის შეცნობაც, რომ ყველა ადამიანი თანასწორი და თანაბარუფლებიანია, რომ არანაირი რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი ნიშანი არ შეიძლება იყოს არც სხვათა წინაშე უპირატესობის და მინ უმეტეს ნაკლებობის საფუძველი. სწორედ ამ საკითხების გარშემო შედგა მრგვალი მაგიდა.

Monday, April 22, 2013

1921 წელი





რუსეთ-საქართველოს ომი 1921, ასევე ცნობილი როგორც წითელი არმიის შემოჭრა საქართველოშისაბჭოებისა და საქართველოს ომი (15 თებერვალი - 17 მარტი1921) — საბჭოთა რუსეთის წითელი არმიიის სამხედრო კამპანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის გადაგდებისა და ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების მიზნით. კონფლიქტი იყო საბჭოების ექსპანსიური პოლიტიკის შედეგი, რომლის მიზანი ყოფილი იმპერიული რუსეთის ტერიტორიებზე კონტროლი იყო, ასევე რუსეთში მოღვაწე ქართველ ბოლშევიკთა მცდელობა რევოლუციური გარდაქმნები მოეხდინათ საკუთარ ქვეყანაში, სადაც მათ საკმარისი მხარდაჭერა ადგილობრივ ძალებში არ ჰქონდათ უცხოური ინტერვენციის გარეშე.__ასე არის განმართებული ვიკიპედიაში ჩვენი ისტორიის ერთ–ერთი ყველაზე შავბნელი პერიოდი და მოვლენა. ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლაში ტრადიციულად მოვაწყვეთ ლიტერატურულ–მუსიკალური კომპოზიცია, რითაც პატივი მივაგეთ მამულისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას


მრგვალი მაგიდა ,,უფლებები მოვალეობების გარეშე არ არსებობს''

სად იწყება და სად მთავრდება ადამიანის უფლებები? რა შეზღუდვები აქვს მას და რას ნიშნავს მოვალეობები? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სამოქალაქო განათლების კლუბი ,,იმედის'' წევრებმა მისი ხელმძღვანელის მარიამ მუმლაძის ხელმძღვანელობით მოვაწყეთ მრგვალი მაგიდა თემაზე ,,არ არსებობს უფლებები მოვალეობების გარეშე'', რომლის ფარგლებშიც თითოეულ ჩვენთაგანს მიეცა საშუალება გამოეთქვა თავისი შეხედულებები და მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით